-
აქვს თუ არა ტურიზმს რაიმე შეზღუდვა?
გთხოვთ, გადახედოთ ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს.
-
არის თუ არა რაიმე ნიმუში ან შეზღუდვა თანამშრომელთა ხელფასებთან დაკავშრებით?
წინადადების ბიუჯეტი განსაზღვრული უნდა იყოს მიღწეული შედეგებით და მასთან დაკავშირებული ხარჯებით, აქედან გამომდინარე, შეკითხვა არა რელევანტურია.
-
სამშენებლო საქმე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა შედის თუ არა კონკურსის სამიზნე თემატიკაში?
გთხოვთ, გაეცნოთ RfP-ს მოთხოვნებს, სადაც მოცემულია საგრანტო პროგრამის მიზნები და პრიორიტეტები. სატრენინგო პროგრამები საამშენებლო და ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებში შედის STEM - ის სფეროებში. გთხოვთ, გაეცნოთ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტს.
-
ვიცით, რომ განიხილება როგორც ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების მხარდაჭერა, ისე ძველი პროგრამების ტრანსფორმაცია არსებული/მოქმედი სასწავლებლებისთვის. ზოგადად, ამ ეტაპზე უფრო რომელ პროექტებს მიანიჭებთ უპირატესობას ახალი პროგრამებისა და ინოვაციური ახალი ტიპის სასწავლო-სატრენინგო ორგანიზაციების შექმნას, თუ ძველი პროგრამების განახლებას არსებული სასწავლებლების ბაზაზე?
განაცხადების შეფასება და ქულების მინიჭება მოხდება იმ მეთოდოლოგიისა და დანართების მიხედვით, რომლებიც RfP - შია მოცემული.
-
გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობთ მოდულური სისტემის პროგრამაში?
გთხოვთ, გაეცნოთ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტს და კონსულტაცია გაიაროთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
-
კონკრეტულად რა კვალიფიკაციის კადრების მომზადება მოითხოვება საგრანტო კონკურსის მიერ?
RfP შეიცავს საკმარისს ინფორმაციას თქვენს კითხვასთან დაკავშირებით.