-
აპლიკანტის (მთავარი აპლიკანტის და პარტნიორების) საშუალო წლური ბრუნვა ბოლო ორი ფინანსური წლის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი ან მეტი მოთხოვნილ საგრანტო წვლილზე. თუ ასეა, გთხოვთ, განმარტოთ, როგორ შეუძლიათ ახალ შექმნილმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.
ახლად შექმნილ ორგანიზაციებს შეუძლიათ შემოიტანონ თავიანთი წინადადება სხვა დაშვებულ ორგანიზაციებთან ერთად პარტნიორობით/კონსორციუმით და მათ ერთად უნდა დააკმაყოფილონ ყველა საჭირო მოთხოვნა და კრიტერიუმი.
-
ჩართულები უნდა იყვნენ თუ არა პარტნიორები სრულ წინადადებაშიც და კონცეფციის დოკუმენტის ფორმაშიც? უნდა წარმოვადგინოთ თუ არა დეტალური ინფორმაცია მათი როლის შესახებ პროექტში?
კონცეფციის დოკუმენტის ფორმის რელევანტური სექციები უნდა იყოს შევსებული. გთხოვთ, წაიკითხოთ ყურადღებით წინადადების მოთხოვნა და მისი დანართები.
-
თუ ჩვენ ვაპირებთ ახალი კომპანიის შექმნას, შეგვიძლია, თუ არა მონაწილეობა მივიღოთ ავტორიზაციის მიღების გარეშე?
თუ ჩვენ ვაპირებთ ახალი კომპანიის შექმნას, შეგვიძლია, თუ არა მონაწილეობა მივიღოთ ავტორიზაციის მიღების გარეშე?
-
სად შეიძლება ვნახოთ დეტალური ინფორმაცია გრანტის კონკურსის თარიღებთან დაკავშირებით 2015 წლისთვის?
საბოლოო ვადა კონცეფციის დოკუმენტის ჩაბარებისა გახლავთ 2015 წლის 14 სექტემბერი, 18:00 საათი. წინადადების მოთხოვნა და განაცხადის პაკეტი შეგიძლიათ გადმოტვირთოთ შემდეგი ვებ-გვერდიდან: www.mcageorgia.ge. 4 სექტემბრამდე შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ მოთხოვნებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკონკურსო გრანტების სქემას შემდეგ მისამართზე: iswd@pem-consult.de.
-
გვაინტერესებს საგრანტო კონკურსის წარმოსადგენ კონცეფციაში წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა თუ არის შეზღუდული? (ანუ ერთი კონცეფცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტით თუ შესაძლებელია რამდენიმე?)
გვაინტერესებს საგრანტო კონკურსის წარმოსადგენ კონცეფციაში წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა თუ არის შეზღუდული? (ანუ ერთი კონცეფცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტით თუ შესაძლებელია რამდენიმე?)
-
შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევა განხილული იყოს როგორც ინფორმაციის სანდო წყარო?
ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წყაროების, ეროვნული სტატისტიკის, საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დონორების და სოციოლოგიური სააგენტოების მიერ ჩატარებული საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა შეიძლება გამოყენებული იყოს საპროექტო წინადადებებში. საგრანტო კონკურსი ძირითადად დაეყრდნობა შრომის ბაზრის ინფორმაციას და მთავრობის ოფიციალურ მონაცემებს საგრანტო პროექტების შესაფასებლად და შესარჩევად.
-
ჩვენ უნდა მივუთითოთ ის გეოგრაფიული რეგიონი, სადაც პროექტი ხორცილდება, რა უნდა ჩავწეროთ დაგეგმვის რეგიონში, მუნიციპალიტეტში და ა.შ. როდესაც მთავარი სამიზნე ქვეყანა საქართველოა?
პროექტის განხორციელების აქტივობები უნდა განისაზღვროს რეგიონების და მუნიციპალიტეტების შესაბამისად. თუკი რაიმე აქტივობები დაგეგმილია საქართველოს გარეთ, შესაბამისი ქვეყანა და მუნიციპალიტეტი უნდა იყოს მითითებული.
-
უნდა წარმოვადგინოთ თუ არა პარტნიორის მხარდაჭერის წერილი კონცეფციის დოკუმენტის ფორმასთან ერთად?
კონცეფციის დოკუმენტის ფორმის მოთხოვნებში ძალიან ნათლადაა ჩამოყალიბებული, რომ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ უნდა იყოს დამატებული კონცეფციის დოკუმენტზე დანართის სახით. თუმცა, პარტნიორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს შეუძლია დაიცვას პარტნიორების ინტერესები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი დანართის სახით კონცეფციის დოკუმენტის ეტაპზე;
-
ქართულ დეველოპერულ კომპანიას ტურიზმის სექტორში შეუძლია თუ არა მონაწილეობა მიიღოს ახალი პროფესიული განათლების პროგრამის შემუშავებაში?
კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, თუკი ისინი აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს, რაშიც იგულისხმება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია და აკრედიტაცია ან ჰყავდეს ავტორიზებული პარტნიორი.
-
გთხოვთ შეგვატყობინოთ როდის და სად ჩატარდება ტრენინგი პროექტის კონცეფციის შედგენის თაობაზე, ან მოგვაწოდოთ პროექტის კონცეფციის შედგენის ძირითადი პარამეტრები და იმისი ვინაობა ვინც შეიძლება გაგვიწიოს კონსულტაცია.
კონცეფციის დოკუმენტის გაცნობითი და სამუშაო სემინარები გაიმართა 23 და 24 ივლისს - ქ. თბილისში, 28 ივლისს - ქ. თელავში, 30 ივლისს - ქ. ქუთაისში და 31 ივლისს ქ. - ბათუმში. საინფორმაციო სესიების და კონცეფციის დოკუმენტის გაცნობითი და სამუშაო სემინარების დროს წარმოდგენილი პრეზენტაციები აიტვირთა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ვებ-გვერდზე. შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: iswd@pem-consult.de. კითხვა-პასუხის დოკუმენტი აიტვირთება იმავე ვებ-გვერდზე და დაინტერესებულ აპლიკანეტებს ექნებათ შესაძლებლობა პერიოდულად შეამოწმონ სიახლეები.
-
შეიძლება თუ არა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გამოყენებული კომპიუტერები, ასლის გადამღები დანადგარები და სხვა მოწყობილობები ჩაითვალოს არაფულად კონტრიბუციად?
თანადაფინანსება შეიძლება იყოს ფულადი ან არაფულადი. ფინანსური კონტრიბუცია შესაძლოა არალიმიტირებული იყოს: ნაღდი ფული, გრანტები, სესხები (ძირი და პროცენტი), საბანკო გარანტები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განმცხადებელს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი რესურსით ოღონდ არა ა.შ.შ. სამთავრობო თუ არასამთავრობო დონორისგან.
არაფულადი სახის კონტრიბუცია შესაძლოა იყოს საქონელი, მომსახურება, შრომა, სწავლება, დანადგარები, მასალები, მიწა და ნაქირავები ქონება, რომელსაც განმცხადებელი უზრუნველყოფს. არაფულადი სახის კონტრიბუციის ღირებულება შესარჩევი პროცესის დროს გამოთვლილი იქნება საქონლის, მომსახურებისა თუ შრომის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, შეფასდება მისი მიზნობრიობა და პროექტთან შესაბამისობა. არაფულადი სახის კონტრიბუციის ღირებულება სამართლიანი საბაზრო ფასის მიხედვით დადგინდება.
თანადაფინანსებასთან დაკავშირებული ყველა კონტრიბუცია, ფულადი თუ არაფულადი სახის, მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი კონტრიბუცია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
• კონტრიბუციის შემოწმება შესაძლებელია განმცხადებლის საბუღალტრო ჩანაწერებიდან და არ წარმოადგენს სხვა გრანტისთვის ჩადებულ კონტრიბუციას.
• კონტრიბუცია საჭიროა და შესაბამისია პროექტის ამოცანების სწორად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
• კონტრიბუცია დაშვებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხარჯების პრინციპების მიხედვით და ამ კონტრიბუციის გადახდა არ ხდება ა.შ.შ მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა გრანტის ან სესხის თანხიდან.
-
შეიძლება თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციამ საგრანტო კონკურსში წარადგინოს კონცეფციის დოკუმენტი, როგორც ძირითადმა აპლიკანტმა?
საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს კონცეფციის დოკუმენტი ძირითადი აპლიკანტის სახით. თუმცა, გრანტის მიმღებად შერჩევიდან სამი თვის განმავლობაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, მათ უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის მიღება.