-
საგრანტო განაცხადში, რომლის ბიუჯეტი 1,000,000 ა.შ.შ. დოლარს აღემატება, უნდა მონაწილეობდეს საერთაშორისო პარტნიორი კომპანი(ებ)ი და/ან საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტები. 1 მილიონ ა.შ.შ. დოლარში იგულისხმება მხოლოდ მოთხოვნილი გრანტის ოდენობა, თუ პროექტის ჯამური ღირებულება ჩვენი თანამონაწილეობის ჩათვლით?
საერთაშორისო კომპანიებს ან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც პარტნიორებმა ნებისმიერი ზომის პროექტში. მათი მონაწილეობა აუცილებელია იმ პროქტებში, რომლის გრანტის მოცულობა აჭარბებს 1 მილიონ აშშ დოლარს. თუმცა, ყველა გრანტიორს შეუძლია პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან ან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გრანტის მიმღებს, უნდა ჰყავდეს პარტნიორი, საერთაშორისო კომპანიის ან საგანმანათლებლო დაწესებულების სახით და უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პარტნიორობის დეტალური გეგმა.
-
თუკი, ასოციაციას აქვს უფლება, რომ შემოიტანოს აპლიკაცია, როგორც მთავარმა აპლიკანტმა დაფინანსების მიღების შემთხვევაში თუ ასოციაცია გახდა გრანტიორი, უნდა მიიღოს თუ არა ასოციაციამ პროფესიული განათლების პროგრამების აკრედიტაცია, თუკი გრანტიორს უკვე ჰყავს პროფესიული განათლების პროვაიდერი, როგორც მთავარი პარტნიორი, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს ხარისხებს და შესაბამისად გასცემს დიპლომებს?
თუკი, მთავარი აპლიკანტი არ არის ავტორიზებული პროფესიული განათლების დაწესებულება, მან უნდა მოიპოვოს ასეთი ავტორიზაცია, გრანტის ხელშეკრულების ხელმოწერამდე თუკი მოხდება მისი გრანტიორთა სიაში მოხვედრა. აპლიკანტი(ები) პასუხისმგებელნი არიან პარტნიორულ გარიგებაზე და პარტნიორების როლების განაწილებაზე, რომელიც დამოკიდებულია მათ მიდგომაზე, რაც თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსის პირობებს.
-
შესაძლებელია თუ არა პროექტის ფარგლებში, შევიძინოთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა?
საგრანტო კონკურსის აპლიკანტის ბიუჯეტი უნდა იყოს წარმოდგენილი ტრანშებით დაყოფილ ბიუჯეტში, ანუ ყველა ხარჯი ბიუჯეტში უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეული აქტივობის შედეგთან. ტრანშების ხარჯების დეტალური ჩაშლა კონცეფციის დოკუმენტის ფორმაში საჭირო არ არის.
-
შესაძლებელია თუ არა, რომ პროექტის ფარგელბში ჩაიდოს პროექტის მენეჯმენტის ხარჯები?
საგრანტო კონკურსის აპლიკანტის ბიუჯეტი უნდა იყოს წარმოდგენილი ტრანშებით დაყოფილ ბიუჯეტში, ანუ ყველა ხარჯი ბიუჯეტში უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეული აქტივობის შედეგთან. ტრანშების ხარჯების დეტალური ჩაშლა კონცეფციის დოკუმენტის ფორმაში საჭირო არ არის.
-
განაცხადის შემოტანის დროისათვის პარტნიორი ორგანიზაციების ჯამური ბრუნვა იქნება გათვალისწინებული, თუ მხოლოდ განაცხადის შემომტანი ორგანიზაციის ბრუნვა განსაზღვრავს გრანტის ფარგლებში მოთხოვნილ თანხას?
აპლიკანტის წლიური ბრუნვა (წამყვანი ორგანიზაცია და პარტნიორები) უნდა შეესაბამებოდეს ან უფრო მეტი უნდა იყოს მოთხოვნილი გრანტის რაოდენობაზე 2013 და 2014 წლებზე.
-
თუ არსებულ ინფრასტრუქტურას სჭირდება გარემონტება მოდერნიზაცია, როგორ უნდა დაემთხვას ეს დროში, ანუ თუ 3 თვის განმავლობაში ვალდებულები ვართ გვქონდეს პროფესიული სასწავლებლის ავტორიზაცია, მაგრამ მოდერნიზაციასა და ტექნიკურ აღჭურვას სჭირდება მაგალითად 3-4 თვე, შესაძლებელია თუ არა ავტორიზაცია ავიღოთ მოდერნიზაციის დასრულების შემდგომ?
კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ავტორიზაციის გაცემაში, არის განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნული საბჭო. გთხოვთ, მათთან გაიაროთ კონსულტაცია და წარუდგინოთ თქვენი პროექტის დიზაინი.
-
შეიძლება თუ არა, რომ დავურთოთ კონცეფციის დოკუმენტს კონტრაქტების ასლები თუ საკმარისია, რომ ვახსენოთ დამსაქმებლის სახელწოდება?
არანაირი სახის დანართი კონცეფციის დოკუმენტთან არ იქნება მიღებული ან განხილული.
-
ასოციაციას შეუძლია თუ არა შემოიტანოს განაცხადი, როგორც მთავარ აპლიკანტს (პოტენციურ გრანტიორს) კონსორციუმის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პროფესიული პროვაიდერების ჩართულობას, როგორც მთავარი პარტნიორისა?
კონსორციუმის შემთხვევაში, ავტორიზებული პროფესიული განათლების დაწესებულება უნდა იყოს მთავარი აპლიკანტი;
-
შესაძლებელია, თუ არა, რომ პროექტის ფარგლებში ჩაიდოს გარკვეული კამპანიის ხარჯები. მაგალითად გოგონებისა და ქალების ჩართულობის უზრუნვესაყოფად ჩატარებული კამპანია ან სხვა ღონისძიება?
საგრანტო კონკურსის აპლიკანტის ბიუჯეტი უნდა იყოს წარმოდგენილი ტრანშებით დაყოფილ ბიუჯეტში, ანუ ყველა ხარჯი ბიუჯეტში უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეული აქტივობის შედეგთან. ტრანშების ხარჯების დეტალური ჩაშლა კონცეფციის დოკუმენტის ფორმაში საჭირო არ არის.
-
კონცეფციის ფორმაში მითითებულია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს OSH (Occupational Safety & Health) სტანდარტი. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, ეს მოიაზრებს OSH-ის სასწავლო მოდულებში ინტეგრირებას, თუ ორგანიზაციაში ამ სტანდარტის დანერგვას?
OSH სტანდარტები წარმოადგენს მრავლისმომცველ საკითხს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სტანდარტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის ყველა ასპექტში.
-
არის თუ არა შესაძლებელი (ავტორიზაციის მოცემულ ვადაში ასაღებად) მოდერნიზაცია ჩატარდეს წინასწარ, კრედიტით, ხოლო გრანტის ფარგლებში ანაზღაურდეს მოდერნიზაციისთვის გაწეული წინასწარი ხარჯები?
თუკი მოხდა გრანტის გაცემა, ხარჯები საგრანტო ხელშეკრულების გაცემამდე არ არის დაშვებული ხარჯი და შესაბამისად არ მოხდება მისი ანაზღაურება.
-
რადგანაც ჩვენი პროექტი არის ინოვაციური, საინჟინრო ტექნოლოგია, მის განხორციელებას სჭირდება სპეციალური თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისად თუ გვეძლევა ამ პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შეძენის შესაძლებლობა?
აღჭურვილობის შეძენა დაშვებული ხარჯია, თუ ეს აღჭურვილობა პირდაპირ კავშირშია ახალ ან გაუმჯობესებულ პროფესიული განათლების პროგრამასთან, ეს ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს გრანტის ფარგლებში, თუკი თანხა იქნება მისაღები.