ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმიმართა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ და საქართველოს მთავრობის მაღალი რგოლის წარმომადგენლებმა, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობამ. კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.
კონფერენციის ფარგლებშივე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის გამოფენა მოეწყო. ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ახალი პროგრამების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერებინა.გამოფენაზე წარმოდგენილი მომავლის პროფესიები, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.