ბიზნეს-ქეისების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მეწარმეობის სასწავლო მოდულში

23/02/2018

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტის „სამეწარმეო განათლების გაძლიერება ფორმალური პროფესიული განათლების სისტემაში" შემაჯამებელ ღონისძიება გამართა. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც დაფინანსდა აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პროფესიულ კოლეჯების მეწარმეობის სასწავლო კურსში სიახლის შეტანას (რეალური ბიზნეს-ქეისების სახით). პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ISET-ის ლექტორებთან ერთად შეიმუშავეს ადგილობრივი მეწარმეების გამოცდილებაზე დაფუძნებული რვა ორიგინალური ბიზნეს ქეისი და სასწავლო მასალები, რომლებსაც გამოიყენებენ სამეწარმეო მოდულის სწავლების პროცესში. ახალი ბიზნეს ქეისების სწავლების პილოტირება მოხდა პარტნიორ კოლეჯებში (კოლეჯი „განთიადი" (გორი), „პრესტიჟი" (თელავი) და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი") 120 სტუდენტთან ერთად.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტის შედეგები და ერთერთი ორიგინალი ბიზნეს-ქეისი, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ექსპერტების პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" (ISWD) პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და მეწამეობის მასწავლებელმა.   

დაბრუნდი სიახლეებში