საინფორმაციო სესიები მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ ქუთაისსა და თბილისში

29/03/2018

2018 წლის 16 და 28 მარტს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში. შეხვედრებს საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.  

მონაწილეებს მიესალმნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, სოციალური და გენდერული შეფასების დირექტორი ქეთი მამინაიშვილი და ISWD პროექტის ხელმძღვანელი დევიდ ჰენდლი. 

პროექტის გუნდმა წარადგინა პრეზენტაციები კონკურსის ძირითადი მოთხოვნების, აპლიკაციის პროცესის და შეფასების მეთოდოლოგიის, ასევე სოციალური და გენდერული ინტეგრაციისა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ. 

მოთხოვნა წინადადების მოწოდებაზე (RfP) და განაცადის ფორმა ატვირთულია პროექტის ვებ-გვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.

დაბრუნდი სიახლეებში