ახალი პროფესიული პროგრამები და განახლებული ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი"

03/09/2018

პროექტის „პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში" დახურვის ღონისძიება გაიმართა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში". პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური დახმარებით და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას საინჟინრო სფეროში.

პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორის "Pearson Education Limited”-ის მხარდაჭერით შემუშავდა კვალიფიკაციები, რომლებიც აკრედიტირებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და BTEC- ს (საერთაშორისო აკრედიტაცია) მიერ. აღნიშნულ პროგრამებს შორისაა: შედუღება, ჰაერის კონდიცირების სისტემები, ელექტრიკოსი, წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია და წყალანირების სისტემის ექსპლუატაცია.

კოლეჯში, ასევე განახლდა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, დამონტაჟდა ელექტროობის, ჰაერის კონდიცირების თანამედროვე ლაბორატორიები და შედუღებისსიმულატორები. BTEC- ის ექსპერტების დახმარებით, გადამზადდა კოლეჯის 25 პედაგოგი შემუშავებული ახალი პროგრამების სტრუქტურაში, მოდულების სპეციფიკაციებში, კრედიტების სისტემის შემუშავებაში, შიდა და გარე ვერიფიკაციაში.

ახალი ვალიფიკაციის განვითარების პროცესში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები. პროექტის განხორციელების ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 20-ზე მეტ კომპანიასთან, სტუდენტთა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების მიზნით.

დაბრუნდი სიახლეებში